რატომ გადავწყვიტე

რატომ გადავწყვიტე, მქონოდა ბლოგი, უფრო სწორედ მისი მსგავსი რამ. ადრე ვცადე რაღაც ბლოგსპოტზე, თუმცა მერე ვიფიქრე, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. ქართველი ბლოგერები ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უდგებიან, მე კიდე ასე არ შემიძლია, ალბათ იმიტომ, რომ კომპიუტერი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი არ არის. ვერც სოციალურ ქსელებს და მსგავს რამეებს გავუგე დიდად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ისევ გადავწყვიტე შემებიჯებინა ვირტუალურ სამყაროში.

Big-brother-logo
რა შუაშია დიდი ძმა? ჩემზე წლინახევრით უფროსი ძმა მყავს. სულ მინდოდა, მქონოდა დღიური, რომელშიც საინტერესო რაღაცეებს ჩავწერდი და ჩემ გარდა ვერავინ წაიკითხავდა. ამაზე მგონი ბევრი ოცნებობდა, თუმცა მე ვერ მოვახერხე განხორციელება. ვიცოდი, რომ ჩემი ძმა არ მოისვენებდა და აუცილებლად იპოვიდა, რადგან ამის დიდოსტატია დღესაც. ხოდა გადავწყვიტე ეს, აწ უკვე ყოფილი ოცნება, ავიხდინო და დავიწყო მინი დღიურის წერა. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ძმა ამ დღიურს ვერ წაიკითხავს, ამიტომაც ვწერ. 
Oh_no_title
არ მაქვს პოპულარული ბლოგისა და ბლოგერობის ილუზია, არც მინდა და არც ვაპირებ. უბრალოდ ვწერ რაღაც უაზრობებს :)

ინგლისურის გამოცდა

დღეს დაიწყო გამოცდა უცხო ენებში. პირველი, რა თქმა უნდა, ინგლისურია, შემდეგ ფრანგული, რუსული და გერმანული. დრო ყველგან 2 საათი და 15 წუთია.არცერთ გამოცდაზე არ მინერვიულია. არც ინგლისური ყოფილა გამონაკლისი. დანარჩენი ორისგან განსხვავებით, ეს დილით მქონდა და კარგი იყო. ერთ საათში ყველაფერი დავწერე, თემის გარდა, რამდენჯერმე გადავხედე და შემდეგ თემა დავწერე. ერთი თემა იყო ზაფხულზე,არც წამიკითხავს წესიერად, ხოლო მეორე განათლებაზე, კარგი განათლების მითღება მარტო უცხოე ქვეყანაშია შესაძლებელიო. მე ეს უკანასკნელი დავწერე. რამდენიმე მეეჭვება,თუმცა, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ უნდა მქონდეს.

Open-english-mission
ერთი რამ დავაფიქსირე ამ გამოცდებზე. როცა დაამთავრებ ტესტს, გგონია, ყველაფერი სწირად გაქვს. შენობიდან გამოსვლამდე ერთ შეცდომას მაინც აღმოაჩენ. გზაში კიდევ რამდენიმეს და სახლში როცა მიხვალ გგონია, რომ საშინლად გიწერია. წინასწარ არ ვნერვიულობდა პასუხებს ველოდები. სამწუხაროა, სასიხარულოა, ბანალურია თუ პრიმიტიულია არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რაც იქნება იქნება.

კიდევ ერთხელ წარმატებები აბიტურიენტებს.შრომა ყველას დაუფასდება.

 

დიიდიი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტი ვარ და შესაბამისად, გამოცდების ორომტრიალში მეც მოვყევი. ორი გამოცდა ვწერე, ხვალ მესამე მაქვს ინგლისურში და ორიღა დამრჩება. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ძალიან მომწონს და ძალიან ვერთობი. ის კი არადა, რომ მორჩება ვფიქრობ, რა უნდა ვაკეთო მთელი ზაფხული(რა თქმა უნდა, პასუხების ლოდინის გარდა).

45
 გამოცდები კარგად მიდის. საერთოდ არ ვნერვიულობ. ისეთი სიტუაციაა, არც გამხსენებია ,რომ უნდა მენერვიულა. უბრალოდ, ცოტა გამაღიზიანებელია კითხვა, რომელიც ყველა მხრიდან ისმის, "როგორ დაწერე?" მე ეგრევე აგვისტოსთან გადავამისამართებ ხოლმე. ყველაზე მეტად არ მინდა, იმედები გავუცრუო ჩემს ოჯახის წევრებს, მასწავლებლებსა და გარშემომყოფებს. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

ყველა აბიტურიენტს წარმატებასა და სასურველ ფაკულტეზე მოხვედრას ვუსურვებ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც მართლა უნდა სწავლა და მხოლოდ მშობლების ხათრით ან გასართობად არ აბარებს.

It's Probably Me

გამარჯობა!!

 ვნახოთ რა გამოვა

Ie5f4ahiqqjj47w8vpe34eyao1_500

About